ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:
ა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება (დანართი №1.1);
ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.2);
გ) საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება (დანართი №1.3);
დ) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დანართი №1.4);
ე) დასაქმების ფორუმების მოწყობა (დანართი №1.5);
ვ) ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში ერთხელ (დანართი №1.6);
ზ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება (დანართი №1.7);
თ) სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა (დანართი №1.8