1. ქვეპროგრამის  განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს ქვეპროგრამის  ფარგლებში არსებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები, სოციალური და  ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

3. სააგენტომ ქვეპროგრამის  ეფექტურად განხორციელებისა და მონიტორინგის საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურთან.

4. სააგენტომ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა.

5. დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს  შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის.

6. დასაქმებული – ქვეპროგრამის  ფარგლებში დამსაქმებლის მიერ სიტყვიერი და წერილობითი მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შრომის ბაზარზე დასაქმებული პირი.

7. სააგენტო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად.

მუხლის 6. სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები

სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკის მოქალაქეები, 16 წლიდან ზემოთ საქართველოში  სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები,  რომლებიც  მიმართავენ  სააგენტო