1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  770 000  (შვიდას სამოცდაათი  ათასი) ლარით.

2. ქვეპროგრამის (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი – 27 05) „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება“ (პროგრამული კოდი: 27 05 01) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნება.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით.

4. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის  №2  დადგენილების (შემდგომში №2 დადგენილება) ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2022 წლის „დასაქმების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №2 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2021 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავა