ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016604
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის,ძაღლისა და კატის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 15.06.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის წესის დამტკიცების
შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2022 წლის 23 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე–2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესი დანართის შესაბამისად.
(დანართი დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის № 254 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №32 (საჯარიმო ქვითრის ფორმა).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №115 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.06.2011, №010250020.35.123.016067).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია
დანართი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა შინაური პირუტყვის, ასევე, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლისა და ამ წესის დარღვევისას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ (ს/ნ 412704612) მოქმედების სფეროს.
2. წესის მიზანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
3. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ სხვადასხვა სახის შინაური პირუტყვი, ასევე, ძაღლი და კატა.
მუხლი 2🔗.
წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის წესი
1. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ, ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოლა დასაშვებია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე, გარდა „ქალაქ-მუზეუმის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიისა.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეები ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი წესები:
ა) უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
ბ) პირუტყვის ტრანსპორტირებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები;
გ) ცხენით გადაადგილება დასაშვებია კომერციული, ან საჩვენებელი საქმიანობისათვის, შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ, სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით.
მუხლი 3🔗.
ძაღლისა და კატის ყოლის წესი
1. ძაღლისა და კატის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას შემდეგი წესი:
ა) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, ცხოველის ყოლამ და მოვლა-პატრონობამ არ გამოიწვოს დასახლებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დისკომფორტის შექმნა, რაც გამოიხატება ცხოველის მიერ აგრესიულ ქცევაში;
ბ) დაიცვას სანიტარული ზედამხველობა;
გ) ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე;
დ) დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება/საზოგადოებრივ სივრცეებში ცხოველის უმეთვალყურეოდ მიტოვება;
ე) მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა–პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
ვ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა;
ზ) აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა;
თ) აუცილებელია, წელიწადში ერთხელ, ცხოველის ვეტერინარულ–სანიტარიული შემოწმება;
ი) ცხოველის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს დასუფთავება;
კ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო – ვეტერინარულ დაწესებულებას საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის, ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარულ – სამკურნალო დაწესებულებას ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე;
ლ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ცხოველის დაავადების შესახებ აცნობოს ვეტერინარულ კლინიკას;
მ) ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინება დაკარგვის ფაქტის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ და სხვა).
2. აკრძალულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, ან სკვერში ძაღლის საბმელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა.
მუხლი 4🔗.
შინაური ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება
1. ცხოველის რეგისტრაციას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები, ან ცხოველთა თავშესაფრები, ცხოველის პატრონის, ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. პატრონი, ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.
3. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული ცხოველი;
ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული ცხოველი.
4. რეგისტრაციას, ცხოველისა და მასზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება ცხოველის პატრონის საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
5. რეგისტრაციას, ცხოველისათვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური, ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო.
6. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტობრივი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
7. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული, ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი.
8. რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო, ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.
9. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სპეციალური სერვისები“ (ს/ნ 412704612).
მუხლი 5🔗.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 148-ე მუხლების შესაბამისად.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის იზოლაციის მიზნით, მათ სპეციალურ ადგილზე გადაყვანასა და მოვლა–პატრონობაზე, ასევე, შინაური ცხოველის დაზიანების/დაღუპვის, ან/და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, პასუხისმგებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სპეციალური სერვისები“ (ს/ნ 412704612).
3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 148-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.
4. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს კანონის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ (ს/ნ 412704612) მიერ, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების აუნაზღაურებლობის გამო, განხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.
5. იმ შემთხვევაში თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
6. იზოლირებული პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, 10 დღის ვადაში მიაკითხოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „სპეციალურ სერვისებს“ და წარუდგინოს პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გაცემული ცნობა, ან პირუტყვის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით მეზობლების მიერ ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
7. პირუტყვის მესაკუთრის დადგენის შემდგომ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სპეციალური სერვისები“ (ს/ნ 412704612) ვალდებულია, უმოკლეს ვადაში, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს, რომელშიც მითითებული იქნება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და დაკავებული პირუტყვის რაოდენობა.
8. პირუტყვის დაბრუნების შესახებ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ (ს/ნ 412704612) მიერ, დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ (ს/ნ 412704612) უფლებამოსილი პირი და პირუტყვის მესაკუთრე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
9. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
10. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „სპეციალურ სერვისებს“ (ს/ნ 412704612) სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ წარადგენს გადახდილი ჯარიმის ქვითარს ან/და პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონის წესით.
11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებისათვის“ (ს/ნ 412704612), მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის ფაქტებზე.