ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2022 ძალადაკარგული 27.02.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.138.016458
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“  ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის  №784 ბრძანებულების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის მიხედვით.
მუხლი 2

დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  დანართი 2-ის მიხედვით.

მუხლი 3🔗

დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორის  ზონირება  დანართი 3-ის მიხედვით.
მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს
„ახალციხის

მუნიციპალიტეტში

სახელმწიფო

და

ახალციხის

მუნიციპალიტეტის

საკუთრებაში

არსებული

არასასოფლო
-
სამეურნეო

დანიშნულების

მიწის

ნორმატიული

ფასის

დადგენის

შესახებ“
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის №2 დადგენილება.

მუხლი 5🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

ახალციხის მუნიციპალიტეტში  (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1🔗

ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

GN = IMG x ITL x G x K, სადაც:

ა) GN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა ) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს,გ.ბ)
შუალედური ზონისათვის – 1-ს,გ.დ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

დ) G – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა
0,24 ლარის ტოლია;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 100-ს.

მუხლი 2🔗

1.     პირველი მუხლის მიხედვით, ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ცენტრალური
ზონა

IMG

ITL

C

K

CN(ლარი)

0,45

1,3

0,24

100

14,04

შუალედური ზონა

IMG

ITL

C

K

CN(ლარი)

0,45

1,0

0,24

100

10,8

პერიფერიული ზონა

IMG

ITL

C

K

CN(
ლარი)

0,45

0,7

0,24

100

7,56

მუხლი 3🔗

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს.

მუხლი 4🔗

ახალციხის მუნიციპალიტეტში დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს
3,24 ლარს.

მუხლი 5🔗

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს
7,56 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-4 მუხლით დადგენილი ფასი.

ახალციხის

მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში

სახელმწიფო

და

ახალციხის

მუნიციპალიტეტის

საკუთრებაში

არსებული

არასასოფლო
-
სამეურნეო

დანიშნულების

მიწის

ნორმატიული

ფასი

1.  ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში  სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების 1  კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში  „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG x ITL x C x K,  სადაც:

ა)  CN  –  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)  IMG –  არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ვალისათვის უდრის 0,28-ს;

გ)  ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ყველა დასახლების ზონირება უნდა ითვალისწინებდეს ერთ შუალედურ ზონას და  უდრის 1,0-ს.

დ)  C  –  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24  ლარის ტოლია;

ე)  K  –  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.

2.    პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ვალეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

IMG

ITL

C

K

CN(ლარი)

0,28

1

0,24

60

4,032

ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება

N

ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

1

ცენტრალური ზონა

მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო „ახალი ხიდიდან“-„ძველ ხიდამდე“-შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ. ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და „ხუთსართულიანი“ დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია (კერძოდ, ქუჩები: მანველიშვილის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის,, ი. ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ. ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ. დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის, დიდიმამიშვილის, ნათენაძის); „რაბათის“ დასახლება-ქუჩები: ციხისძირის, ე. ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის; აბასთუმნის გზატკეცილი, 9 აპრილის ქუჩის და „ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილი, თამარაშვილის, თამარაშვილის ჩიხი, „საბარგო სადგურის“ დასახლება: დავით აღმაშენებლის ქუჩა. ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხი. წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ახვლედიანის, დანიელაშვილის, პაატა მიქუტიშვილის, მთაწმინდელის, ხანძთელის.

1,3

2

შუალედური ზონა

ქუჩები: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის, ჯანაშიას, ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება,1

3

პერიფერიული ზონა

„საბარგო სადგურის“ დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ივ. ახალციხელის, ადიგენის, ტაბიძის, ტაბიძის ჩიხი), სომხური სასაფლაოს და ყოფილი „ყველ-კარაქის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია

0,7