📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების შემოღების, მინიჭების წესისა და მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2022
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.133.016334
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2022
matsne.gov.ge 968 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 21.02.2020 „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 16.07.2015 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.09.2018 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 02.11.2015 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების შემოღების, მინიჭების წესისა და მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №07 2022 წლის 25 თებერვალი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების შემოღების, მინიჭების წესისა და მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. შემოღებული იქნეს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  საპატიო წოდებები:  ,,ხელვაჩურის საპატიო მოქალაქე“, „წლის ხელვაჩაურელი“, ,,საპატიო მაჭახლელი“ და ,,დამსახურებული მოღვაწე“. 2. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების მინიჭების წესი, დანართი №1 შესაბამისად. 3. დამტკიცდეს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მოწმობის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №13 დადგენილება.“ საპატიო მაჭახლელის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 05/08/2016 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.133.016190). 5. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე დანართი №1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქის“, „წლის ხელვაჩაურელის“, „საპატიო მაჭახლელის“ და  „დამსახურებული მოღვაწეს“ მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს. 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მოიცავს შემდეგ წოდებებს: ა) „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქე“; ბ) „წლის ხელვაჩაურელი“; გ) „საპატიო მაჭახლელი“; დ) „დამსახურებული მოღვაწე“. 3. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა. მუხლი 2🔗. „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქის“ წოდება 1. „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქის“ წოდება მოქალაქის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქე(ებ)ს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი სამსახურისა და მაღალი პროფესიონალიზმით, შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ხელვაჩაურში მცხოვრები მოსახლეობის ერთგული სამსახურისთვის. 2. „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქეს“ წოდება ენიჭებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინაშე. მუხლი 3🔗. „წლის ხელვაჩაურელის“ წოდება 1. „წლის ხელვაჩაურელის“ წოდება მოქალაქის  თანხმობით შეიძლება მიენიჭოს ხელვაჩაურის მკვიდრს, რომელმაც: ა) მიიღო მონაწილეობა ისეთ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ პროექტებში, რომლებიც საზოგადოებაში ეფექტურად რეალიზდა, დაინერგა პრაქტიკაში და დაიმსახურა მოსახლეობის ყურადღება-მოწონება; ბ) უანგარო დაფინანსება და მხარდაჭერა გაუწია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარებას; გ) განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა სატელევიზიო, სოციალურ და სხვა საინფორმაციო ქსელში მუნიციპალიტეტის წარმოჩენის კუთხით; დ) ხელიშეუწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას; ე) საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური სამოქალაქო პოზიციით და სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედებებით მაგალითი მისცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ვ) წვლილი შეიტანა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში. პიროვნული თვისებებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედეგად  დაიმსახურა ორგანიზაციების, საქმიანი წრეების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და  მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისგან  მაღალი შეფასება; ზ) ხელი შეუწყო მოვლენის ინიცირებას, რამაც გამოიწვია ფართო რეზონანსი ან შევიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიაში და დადებითად აისახა მუნიციპალიტეტის იმიჯზე. მუხლი 4🔗. „საპატიო მაჭახლელის“ წოდება  მიენიჭება 1. „საპატიო მაჭახლელი“ს  წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება მაჭახლის ხეობისა  და ქვეყნის   წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და მაჭახლის ხეობის წინაშე ან/და მაჭახლის ხეობასთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. გ) „საპატიო მაჭახლელის“ წოდება ენიჭება პიროვნებას მაჭახელის ხეობის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა მაჭახელის ხეობის ყველა თაობისათვის, წოდება ენიჭებათ  კონკრეტული დამსახურებისათვის ან ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, მაჭახელის ხეობის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის. მუხლი 5🔗. „დამსახურებული მოღვაწის“ წოდება 1. „დამსახურებული მოღვაწის“ წოდება მოქალაქის თანხმობით ენიჭება პირს, რომელმაც პიროვნული და პროფესიული დამსახურებით, მიღწევებით და შესაძლებლობებით თავი გამოიჩინა რომელიმე სფეროში (დარგში) და მოახდინა შესაბამისი სფეროს (დარგის) პოპულარიზაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (მაგ. დამსახურებული პედაგოგი, სპორტსმენი, მეცნიერი, არქიტექტორი, ექიმი და სხვა). მუხლი 6🔗. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; დ) საინიციატივო ჯგუფს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით; ე) დადგენილი წესით რეგისტრირებულ არასამთავრობო, საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს. 2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების აღნიშვნით; ბ) ბიოგრაფიული ცნობები (CV); გ) წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები; დ) კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოო დასკვნას წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და მერიის საჯარო მოსამსახურეები. 4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. 5. საპატიო წოდების მისანიჭებელ პირთა რაოდენობას განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მუხლი 7🔗. საპატიო  წოდებისა და ჯილდოების მინიჭება 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას ანიჭებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.  2. საპატიო წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი წოდების აღმნიშვნელი მოწმობა  წარწერით – „ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქე“, „წლის ხელვაჩაურელი“,  „საპატიო მაჭახლელი“, „დამსახურებული მოღვაწე“, რომელსაც ხელს აწერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი. 3. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო. 4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის აღრიცხვას აწარმოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური. 5. წოდების დამადასტურებელი მოწმობის ან/და დიპლომის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია. მუხლი 8🔗. საპატიო წოდების მქონე პირთა უფლებები 1. ხელვაჩაურის საპატიო წოდების მქონე პირი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ხელვაჩაურელი მოქალაქის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. მუხლი 9🔗. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფოს ან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები; გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს; 2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. დანართი №2 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მოწმობა № ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება  „ ___________________“ მიენიჭა ბატონ/ქალბატონ ______________________________                                                                                                  (სახელი, გვარი) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 20__ წლის __  __________________ №____ ბრძანებით ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  მერი                                               ________________________                                                                    (ხელმოწერა)                          (სახელი, გვარი)