,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№08
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.133.016335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №08

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. ბათუმი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის   თნახმად  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით (www.matsne.gov.ge  04/09/2015წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.133.016164) დამტკიცებულ წესში, დანართ N1-ში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ  წესში, დანართ N1-ში შევიდეს ცვლილება და სიტყვა ,,გამგეობა“ შეიცვალოს სიტყვით ,,მერია“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ  წესს, დანართ N1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,მუხლი 101. მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი

1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას.

2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის მერიას უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი);

ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან);

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების (სათანადო წესით დამოწმებული) ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი.

4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.“

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2022.
როდის იქნა მიღებული „,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.02.2022. მიმღები ორგანო — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №08. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.133.016335.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №08, 25.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.133.016335 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5391838/