საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2022 ძალადაკარგული 24.02.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016430
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
დადგენილ იქნას მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – 189,4 ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილ იქნას ქ. საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – 1-ის სიდიდით.
მუხლი 3
დამტკიცებულ იქნას ქ. საჩხერისათვის 1კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი – 15 ლარი. გაანგარიშებული ფორმულით CN/15 ლარი /=0,33X1X0,24X189,4, სადაც:

1. CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი.

2. 0,33 – არის ქ. საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი, განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის, 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ დანართი №2-ის შესაბამისად.

3. 1 – არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი.

4. 0,24 – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი.

5. 189,4 – არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

 

მუხლი 4
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30% – 4,5 ლარი.

 

მუხლი 5
დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი და ჭიათურა-უსახელო-კორბოული) 50მ რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50- 50 მეტრი) არსებული 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50% – 7,5 ლარი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები.
მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 თებერვლის №3 დადგენილება (სსმ, 26/02/2021  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016393).
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე