„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
№01-100/ო ბრძანება
2022 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული შემდეგი დანართები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) დანართი №1 (სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზოგადი რეკომენდაციები);
ბ) დანართი №2 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამშენებლო სექტორისთვის);
გ) დანართი №3 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მომსახურების/საოფისე საქმიანობისთვის);
დ) დანართი №4 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები სამთო-მოპოვებითი სექტორისთვის, წარმოებისა და დამამუშავებელი მრეწველობისთვის);
ე) დანართი №5 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები საგამომცემლო საქმიანობებისათვის);
ვ) დანართი №6 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ელექტროენერგიის მიწოდების, წყლის დაგროვება/დამუშავება/განაწილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით);
ზ) დანართი №7 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები სოფლის მეურნეობისათვის);
თ) დანართი №8 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/„საკურიერო სერვისი“) საქმიანობებისთვის);
ი) დანართი №9 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური მედიცინის ცენტრებისთვის);
კ) დანართი №11 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები – საცალო და საბითუმო ვაჭრობა);
ლ) დანართი №12 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID - 19) დაკავშირებული რეკომენდაციები – ავტომომსახურება);
მ) დანართი №13 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის);
ნ) დანართი №15 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტურ-ოპერატორების და გიდებისთვის);
ო) დანართი №16 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის);
პ) დანართი №17 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის);
ჟ) დანართი №18 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო ცენტრებისთვის (მოლებისთვის));
რ) დანართი №19 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბაზრობებისთვის);
ს) დანართი №21 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის);
ტ) დანართი №23 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მეზღვაურთა საწვრთნელ დაწესებულებებში მსმენელთა მიღებისა და კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით);
უ) დანართი №24 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები სატრანსპორტო სარკინიგზო ტრანსპორტისთვის);
ფ) დანართი №25 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის);
ქ) დანართი №26 („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ რეგისტრირებული ზოგიერთი ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის“);
ღ) დანართი №27 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზღვის სანაპირო ზოლისთვის);
ყ) დანართი №28 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ);
შ) დანართი №30 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისა და კინოჩვენებისთვის);
ჩ) დანართი №31 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) დაწესებულებებისათვის);
ც) დანართი №34 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
ძ) დანართი №35 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტირ-პარკებისთვის და იმ ბენზინგასამართი სადგურების მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლების გაჩერება)
წ) დანართი №36 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბიბლიოთეკებისთვის);
ჭ) დანართი №40 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნეს ოპერატორებისთვის);
ხ) დანართი №41 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბავშვთა და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის/ცენტრებისთვის);
ჯ) დანართი №42 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების).
2. ბრძანება ძალაშია 2022 წლის 1 მარტიდან.