სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023307
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №99
2022 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული განვითარების“ (პროგრამული კოდი: 31 05 09) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილების (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა.
2. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ა) პოტენციური ბენეფიციარი – სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს;
ბ) ბენეფიციარი – სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულებები;
გ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების/ანაზღაურების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
დ) თანადაფინანსება/ანაზღაურება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;
ე) გ
ანაცხადი − პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების/ანაზღაურების მიღების მიზნით.
მუხლი 4🔗. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები და პირობები
1. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს.
2. პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, რომლებიც გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს.
3. მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა, უნდა იყოს რეგისტრირებული პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში.
4. სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღების არსებობა.
მუხლი 5🔗. თანადაფინანსება/ანაზღაურება
1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარით.
2. 1 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღზე გადაანგარიშებით შესანახი მაცივრ(ებ)ის თანადაფინანსების/ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
3. ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, დასაფინანსებელი/ ასანაზღაურებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 0.8 ტონას.
4. მაცივრ(ებ)ის ერთი ერთეული შესანახი კამერის მოცულობა გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 ტონა კენკროვანი კულტურის შენახვაზე.
5. პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას.
6. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი მაცივრები.
მუხლი 6🔗. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი;
ბ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესანახი მაცივრ(ებ)ის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;
გ) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
მუხლი 7🔗. თანადაფინანსების/ანაზღაურების გაცემის პროცედურა
განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების/ანაზღაურების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 8🔗. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია თანადაფინანსება/ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
მუხლი 9🔗. პროგრამის მონიტორინგი
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.