სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს-23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება № ს-23  

2022 წლის 16 მარტი

 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მე-123 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

 

სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი                                           მიხეილ ხიდურელი
 




დანართი  

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო   პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
 

№  

განსახორციელებელი ეტაპების  

(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი  

ღონისძიებების /აქტივობების  განხორციელების ვადები  

1  

განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება  

21.03.2022-11.04.2022

2  

განაცხადების (ბიზნეს იდეების) გადარჩევა   

04.04.022- 06.05.2022

3  

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა  

06.05.2022-16.05.2022

4  

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში 

23.05.2022-22.06.2022

5  

პროექტების (ბიზნეს გეგმები) მიღება 

26.05.2022-27.06.2022

6  

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასება 

26.05.2022-15.07.2022

7  

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან 

02.06.2022-21 07 2022

8  

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან 

28.07.2022-19.08.2022

9  

გამარჯვებულების გამოვლენა

19.08.2022-29.08.2022

10

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების გასაჩივრება 

29.08.2022-31.08.2022

11  

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა 

31.08.2022-14.09.2022

12  

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება 

29.08.2022-22.09.2022

13  

ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვა

29.08.2022-03.11.2022

14

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი (მონიტორინგი №1)

29.08.2022-08.11.2022

15  

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა 

29.08.2022-15.11.2022

16   

ბენეფიციარების მხრიდან თანადაფინანსების თანხის ხარჯვა

29.08.2022-24.01.2023

17  

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი  (მონიტორინგი №2)

29.08.2022-03.02.2023

18

დამატებითი ტრენინგები 

29.08.2022-19.01.2023

19

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი  (მონიტორინგი №3)

18.02.2023-19.05.2023

20

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი 

28.07.2022-07.06.2023

21  

სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი  

19.05.2023-19.06.2023