1. სპეციალური ჭრა ხორციელდება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად, მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნით.
2. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალურ ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (მართვის ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და მართვის ორგანოს მიერ.
3. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით, საწყობდება მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ხდება სპეციალური ჭრის
განხორციელების უფლების მქონე პირსა და მართვის ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე. მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
4. სპეციალური ჭრის დროს შესაძლებელია განხორციელდეს ხეების ფორმირება ან/და გადაბელვ