1. მწვანე ნარგავების დათვალიერების ოქმი (დანართი №3) დგება მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის, მონიშვნისა და რაოდენობისა განსაზღვრისათვის.

2. დათვალიერების აქტს ადგენს მართვის ორგანოს, ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. დათვალიერების ოქმი ადასტურებს ჭრის განხორციელების კანონიერებას და თან უნდა ჰქონდეს სამუშაოს განმახორციელებელ პირს.

4. მართვის ორგანო ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ მწვანე ნარგავების დათვალიერების ოქმს.

5. ჭრა ხორციელდება მხოლოდ დათვალიერების ოქმის შედგენის და სამუშაოს განმახორციელებელ პირზე გაცემის შემდგო