საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2022
ძალაში შესვლა 25.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-26/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016955
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2022
matsne.gov.ge 528 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2022 მიღება
25.03.2022 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.10.2020 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ მეორე ტურებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 20.09.2021 ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 24.08.2016 „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 30.10.2015 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 87% 07.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-26/ნ 2022 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 199-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ‘‘ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 14 თებერვლის №17/2022 დადგენილების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის  და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „ქ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ან იზოლაციაში მყოფი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაავადებული პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი) დატოვების/იზოლაციიდან მოხსნის ფაქტის შესახებ ცნობა (შემდგომში – ცნობა), თანდართული დანართის შესაბამისად. 2. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაავადების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაციონარში ან მკურნალობდა ბინაზე ცენტრალური ონლაინკლინიკის, ონლაინკლინიკის ექიმის მიერ და გამოჯანმრთელდა  ან ამოეწურა იზოლაციაში სავალდებულო ყოფნის ვადა 2022 წლის 27 მარტიდან 2022 წლის 1 აპრილის პერიოდში. 3. ცნობა გაიცემა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე. 4. ცნობაში მიეთითება: ა) ცნობის გაცემის თარიღი და ნომერი; ბ) მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; გ) დაწესებულების დატოვების/იზოლაციიდან მოხსნის თარიღი; დ) ცნობის გამცემი დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ფაქტობრივი მისამართი; ე) ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ასევე ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა (ან გადაეგზავნება ელექტრონულად) პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად. 7. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილი უწყების სახელით. 8. დაევალოს: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების და ონლაინკლინიკების ინფორმირება, პორტალის საშუალებით; ბ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცენტრალური ონლაინკლინიკის სათანადო ინფორმირება. 9. სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანდართული ფორმის შინაარსის (პირის მიერ დაწესებულების დატოვების ფაქტისა და დატოვების თარიღის შესახებ) შესაბამისი ცნობის გაცემა. 10. ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 25 მარტიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი