1. სახელმწიფო ზედამხედველობას, მოცემული სანიტარიული წესების დაცვაზე, ახორციელებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.
2. ნორმატიული დოკუმენტები (ეროვნული სტანდარტები) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს წინამდებარე სანიტარიულ წესებთან სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფის საკითხში.
3. სასწავლო გამოცემები ექვემდებარება სანიტარიულ-ჰიგიენურ ექსპერტიზას.
4. სასწავლო გამოცემების სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, შესაბამისი ს/კ ინსტიტუტების სპეციალისტების მონაწილეობით, უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც გასცემს შესაბამის ჰიგიენურ დასკვნას.
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 5
თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002. გამოქვეყნება: სსმ, 83, 15/08/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-5/