1. სასწავლო დისციპლინების გამოცემები ინფორმაციის გადმოცემის ხასიათის მიხედვით იყოფა:
ა) ჰუმანიტარული (დედაენა, მშობლიური ენა, საზოგადოებათმცოდნეობა, ისტორია, ლიტერატურა, სამართალმცოდნეობა, უცხო ენები, ფსიქოლოგია, თავდაცვის საფუძვლები, ესთეტიკა და სხვა);
ბ) მათემატიკური (არითმეტიკა, მათემატიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, ლოგიკა, ინფორმატიკა, შრომითი სწავლება და სხვა);
გ) საბუნებისმეტყველო (ბუნებისმეტყველება, ეკოლოგია, ასტრონომია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ხაზვა და სხვა);
დ) სპეციალური დაწყებითი პროფესიული განათლებისათვის (მექანიკა, რადიოელექტრონიკა, ელექტრო-ტექნიკა, მეტალურგია, ქიმიური ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობა, სამთო საქმე, მედიცინა, პედაგოგიკა, მუსიკა, საკონსტრუქტორო დისციპლინები და სხვა).
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 7
თავი III — სასწავლო გამოცემების ჰიგიენური კლასიფიკაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002. გამოქვეყნება: სსმ, 83, 15/08/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-7/