1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდგომში სანიტარიული წესები) შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე "სასკოლო სახელმძღვანელოების ფალსიფიცირების აღკვეთის განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2001 წლის 3 ოქტომბრის №76 ბრძანების შესაბამისად.
2. სანიტარიული წესები განკუთვნილია შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყებებისა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურისათვის, აგრეთვე, იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ეწევიან საგამომცემლო და საგამომცემლო-პოლიგრაფიულ საქმიანობას და მიმართულია მოსწავლეთა მხედველობის ორგანოთა, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის.