„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№101
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017577
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №101

2022 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017229) დამტკიცებული „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლის ტექსტი  ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით შექმნილი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი და, თანმხლები დოკუმენტების შესაბამისად, უკრაინის დანიშნულებით გადასაადგილებელი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის მფლობელი, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება (სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა) განხორციელებულია 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ან/და ექსპორტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებულია 2022 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე პერიოდში და პირი უზრუნველყოფს აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარირებული ექსპორტის პროცედურის ან რეექსპორტის დასრულებას ან სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცევას  2022 წლის 1 სექტემბრამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი