ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016460
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,063 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 12.03.2019 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.12.2018 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.04.2015 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.03.2018 ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2022 წლის 31 მარტი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 85-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 აპრილის №10 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება ეს დებულება  განსაზღვრავს ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (შემდგომ – საკრებულო) არსებული საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საზოგადოებრივი დარბაზი 1. საზოგადოებრივი დარბაზი (შემდგომ –„დარბაზი“) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის გამტარებელი, საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო,  რომელიც იქმნება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, საკრებულოს უფლებამოისილების ვადით, ახალციხის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. 2. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი  დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს. 3. დაინტერესებულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საზოგადოებრივ დარბაზში შეიძლება ჰყავდეს  ერთი წარმომადგენელი. 4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან ორი თვის განმავლობაში. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ  პერიოდში, დაინტერესებული პირის დარბაზში წევრად მიღების თაობაზე საზოგადოებრივი დარბაზის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრი პირების ხმათა უმრავლესობით. 5. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან საზოგადოების წარმომადგენელს, საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს, საზოგადოებრივი დარბაზის წევრად რეგისტრაციის შესახებ.  დარბაზის წევრთა რაოდენობა შეუზღუდავია. მუხლი 2🔗. საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილება 1. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია: ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმისა და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განსახილველ პროექტებზე; ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა; გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას  თავისი  შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები; დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით; ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები და რეკომენდაციები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ვ) მოისმინოს  ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ანგარიშები. საზოგადოებრივი დარბაზის რეგისტრირებულ წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით, ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით, დარბაზის სხდომაზე მოიწვიოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები; ზ)მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვებისა და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში; თ) საკრებულოს წინაშე დააყენოს საზოგადოებრივი დარბაზის დებულებაში ცვლილებების  ან/და დამატებების შეტანის საკითხები; ი) განახორციელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. თავი II საზოგადოებრივი დარბაზის წევრი მუხლი 3🔗. დარბაზის წევრი პირის უფლება-მოვალეობები 1. დარბაზის წევრ პირს უფლება აქვს: ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს დარბაზის მუშაობაში; ბ)  განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები,  ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს დატოვოს დარბაზის შემადგენლობა, პირადი განცხადების საფუძველზე; დ) განახორციელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. დარბაზის წევრი იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დარბაზის სხდომაზე საკუთარი წარმომადგენლის  დასწრება და  დარბაზის მუშაობაში მონაწილეობა. 3. იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზის წევრად რეგისტრირებული პირი ზედიზედ სამჯერ  არ მიიღებს მონაწილეობას დარბაზის მუშაობაში,  დარბაზის გადაწყვეტილებით, შეუწყდება დარბაზის წევრობა. თავი III საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა მუხლი 4🔗. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ორგანიზება 1. დარბაზის სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, მოიწვევა სამ თვეში ერთხელ მაინც. 2.  საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე,  მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. 3. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნას ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას, საერთო წესით,  ამტკიცებს დარბაზი. 4. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა, სპეციალური დღის წესრიგით. 5. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ინფორმირებას, სხდომის ჩატარების დროის, ადგილის და სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, უზრუნველყოფს  საკრებულოს აპარატი. მუხლი 5🔗. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრი პირების ხმათა უმრავლესობით. 2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. 3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა. 4. დარბაზი, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს. მუხლი 6🔗. საზოგადოებრივი დარბაზის მუშაობის საერთო წესი 1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა საჯაროა. 2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული  პირების ნახევარზე მეტი. 3. დარბაზის  სხდომას,  როგორც  წესი,  ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე  და მისი მოადგილეები, დარბაზის წევრთა მოთხოვნით, კონკრეტულ საკითხებზე, შეიძლება მოწვეული იქნეს მუნიციპალიტეტის მერი,  ან  მისი მოადგილე. 4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. 5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმომადგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი. 7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია. 8. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია მოისმინოს და განიხილოს საზოგადოებრივი დარბაზის წინადადებები და რეკომენდაციები, მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში შესატანად. მუხლი 7🔗. საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დარბაზის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუხლი 8🔗. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმი 1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმის შედგენას დარბაზის სხდომაზე უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი. 2. ოქმში უნდა აისახოს: ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი; ბ) ოქმის რიგითი ნომერი; გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის  და  სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა; დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები; ე) ყველა წამოყენებული წინადადება, გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც დაისვა კენჭისყრაზე;  ვ) კენჭისყრის შედეგები; ზ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. დარბაზის  სხდომის  ოქმს  ხელს  აწერს  საკრებულოს თავმჯდომარე,  ან  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში). 4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. 5. დარბაზის  სხდომის ოქმი,   ხელმოწერის   შემდეგ,   ქვეყნდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. საზოგადოებრივი დარბაზის ანგარიში დარბაზი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს, საჯაროდ წარუდგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 10🔗. საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საზოგადოებრივი დარბაზის დებულებას, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ დარბაზთან შეთანხმებით, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგენის  საფუძველზე, ამტკიცებს საკრებულო.