1. მერიაში  საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“ მეშვეობით.

4. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად   უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურ