1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
6. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებას. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.
8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.
10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.
12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს). მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდება გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.
13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების შეტანის, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.11.2025
მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 29. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 39. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 33. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 31. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 32. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 33. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 34. კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 35. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
- მუხლი 36. გენდერული თანასწორობის საბჭო
- მუხლი 38. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა
- მუხლი 39. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 40. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 41. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 42. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37, №7, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5425447/muxli-37/