1. მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის უფლებამოსილების შეჩერების, შეწყვეტის და მერის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევებში, მის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე.
2. მერის პირველი მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 57-ე მუხლით და მერის მიერ ფუნქციების განაწილების ბრძანების შესაბამისად. ის ასევე ხელმძღვანელობს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ დარგებს.
3. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ის ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერის პირველი მოადგილის უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 59-ე მუხლის შესაბამისად.
5. მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა