1. მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობაში შედიან საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მათ სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის უფროსი. ისინი ასრულებენ მიცემულ დავალებებს, რომელიც დადგენილია დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაოთა აღწერილობები) ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2. საჯარო მოხელე (საჯარო მოსამსახურე) არის პირი, რომელიც დანიშნულია არსებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივ სამუშაოს შესასრულებლად; მათი უფლებამოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და შრომითი ხელშეკრულებით.

4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში ამ დებულების მე-15 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადა