1. მერია ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოსამსახურე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საჯარო მოსამსახურის შეფასების წესის შესაბამისად.
2. საჯარო მოსამსახურის შეფასებას ექვემდებარება ასევე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი.
3. საჯარო მოსამსახურის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, საჯარო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. საჯარო მოსამსახურის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:
ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, საჯარო მოსამსახურე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, საჯარო მოსამსახურის შედეგები ან/დაპროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, საჯარო მოსამსახურე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, საჯარო მოსამსახურის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
4. გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ.
5. საჯარო მოსამსახურე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს.
6. საჯარო მოსამსახურის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და საჯარო მოსამსახურესთან გასაუბრებით.
7. შესაფასებელი საჯარო მოსამსახურის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.
8. საჯარო დაწესებულება საჯარო მოსამსახურეთა შეფასების შედეგებს ასახავს საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
9. საჯარო მოსამსახურის შეფასების მიზანია საჯარო მოსამსახურის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ - ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე მერიის ორგანიზაციული განვითარებ