1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობები (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფეროს, სამსახურებრივი ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს, საკვალიფიკაციო, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს.
2. საჯარო მოსამსახურის თანამდებობის თითოეული იერარქიული რანგისთვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებებლი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №218 დადგენილებით.
3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგება თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაოს აღწერილობის გათვალისწინებით და მისით განისაზღვრება ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, აგრეთვე დამატებითი ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანხმდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან და მტკიცდება მერის ბრძანები