„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №211 |
|
2022 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2021, 280120000.10.003.023190) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) №1.2.1 დანართის („ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 214 400 ლარით, მათ შორის, მექანიკური ეტლებისთვის – 401 000 ლარი, ელექტროეტლებისთვის – 707 400 ლარი, საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელ-ეტლებისთვის – 106 000 ლარი.“; ბ) №1.2.2 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გარდა საპენსიო ასაკის პირისა, თვალის პროთეზისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას, ასევე გულმკერდ-წელის დონის 18 წლამდე ასაკის მეორე და მეტი ხარისხის სკოლიოზის მქონე ბავშვების შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს გასულ წლებში (გარდა მიმდინარე წლისა) და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2-ში არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი, ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტისთვის − ფორმა №IV-50/2-ისთვის, ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად;“; გ) №1.2.3 დანართის („სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“): გ.ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არანაკლებ 2 228 ციფრული სმენის აპარატის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პედიატრიული ციფრული სმენის აპარატის – 80 ერთეულის) გაცემას;“; გ.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 763 100 ლარით.“; დ) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“): დ.ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი.“; დ.ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში, ღონისძიებები მოიცავს: ა) არაუმეტეს 6 ბენეფიციარზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას: ა.ა) ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, ადაპტირებული, ბენეფიციართა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობით; ა.ბ) თვითდაზიანების პრევენციისთვის, რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით უზრუნველყოფილი საჭირო გარემოთი და აღჭურვილობით; ა.გ) იზოლირებული სივრცით ინდივიდუალური თერაპიებისთვის; ა.დ) საძინებლით არაუმეტეს ორი ბენეფიციარისათვის და ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 6 მ² ფართობისა, ხოლო მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში, ცალკე გამოყოფილი საძინებელი ოთახით; ბ) ინდივიდუალური მზრუნველის მომსახურებებით უზრუნველყოფას: ბ.ა) რომელსაც ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი, არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან სუპერვიზორი და კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება; ბ.ბ) შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს: ბ.ბ.ა) რთული ქცევის შეფასებას; ბ.ბ.ბ) ბენეფიციარის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას; ბ.ბ.გ) ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას; ბ.ბ.დ) ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას; ბ.ბ.ე) დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას; ბ.ბ.ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას; ბ.ბ.ზ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრას; ბ.ბ.თ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სამუშაო საათების დადგენას; ბ.ბ.ი) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სუპერვიზიას; ბ.ბ.კ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირებისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას; ბ.ბ.ლ) სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და ტექნიკების მონიტორინგს; ბ.ბ.მ) ქცევის ფუნქციის დადგენის და/ან შემზღუდავი/შემაფერხებელი ტექნიკების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, კონსულტანტი BCBA-ის ჩართვას, რომელსაც აქვს რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/პირებთან მინიმუმ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და არის BCBA-ის (The Board Certified Behavior Analyst) ხარისხი ან BCBA-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილე, რომელიც ამჟამად ახორციელებს პრაქტიკას BCBA-ის სუპერვიზიით; გ) ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით, სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას; დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას; ე) შესაძლებლობის გათვალისწინებით, საყოფაცხოვრებო (მათ შორის, თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლებასა და მხარდაჭერას; ვ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობას (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით, ხელობის შერჩევა, სწავლებისა და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა); ზ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან ფსიქოლოგი (განვითარების სპეციალისტი, ქცევის თერაპევტი), ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, მხარდამჭერი (ასევე საჭიროებების გათვალისწინებით, სხვა სპეციალისტები) ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას; თ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას; ი) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული, სპორტული, რეკრეაციული ღონისძიების განხორციელებას.“; დ.გ) მე-4 მუხლის: დ.გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფში არ მოიაზრებიან პირები მძიმე კოგნიტური დარღვევებით (F01F05, F73-F79).“; დ.გ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები: „31. ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, ასევე მძიმე კოგნიტური დარღვევებით (F73-F79, F84.0, F84.1) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციით − ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების ღრმა მოშლა და არ აქვთ შესაბამისი მხარდამჭერი გარემო და რომლებიც შეფასებულნი არიან მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი თანმიმდევრობით: ა) მინდობით აღზრდიდან, ასევე სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები; ბ) ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები; გ) ის პირები, რომლებსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში უფრო ადრე აქვთ წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე. 32. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ზრუნვის სააგენტოს. 33. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტის სამიზნე ჯგუფს არ წარმოადგენენ პირები: მწვავე ინფექციური დაავადებით, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, აქტიური სიფილისით, კანის გადამდები დაავადებით, ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას ან პალიატიურ ზრუნვას.“; დ.გ.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებებში ჩარიცხვის/ამორიცხვის/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე. 5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 430-ს (მათ შორის, 180 ხანდაზმული და 250 შშმ პირი), „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 58-ს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 6-ს.“; დ.დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში შეადგენს 25 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 30 ლარს, ხოლო „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში – 35 ლარს, „ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში − 100 ლარს. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ სარგებლობა ფინანსდება 100%-ით.“. 2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“): ა.ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადრეული ინტერვენციის პროცესი მოიცავს დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და ბუნებრივ გარემოში ან/და ცენტრში მიწოდებას. მისი მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, ასევე მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.“; ა.ბ) მე-2 მუხლის: ა.ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპეციალისტთა გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) სტიმულირება, მშობელთა ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება. საჭირო პროფესიონალების ჩართულობა და ჯერადობა განისაზღვრება შეფასებიდან გამომდინარე და ასახულია ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ გეგმაში. მომსახურებაში ჩართული ყველა ბენეფიციარისთვის, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს 8-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მათ შორის, წინა წლებში მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზეც.“; ა.ბ.ბ) მე-2 პუნქტის: ა.ბ.ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 3 წლამდე ასაკის (3 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ბავშვების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან/ძირითად მზრუნველებთან/ მინდობით აღმზრდელთან მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:“; ა.ბ.ბ.ბ) „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ლ) 3 წლამდე ასაკის (3 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ბავშვებთან ინდივიდუალური, ბუნებრივ გარემოში ვიზიტების გარდა, შესაძლებელია, საჭიროების გათვალისწინებით დაგეგმილი პერიოდულობით, განხორცილდეს მცირე ჯგუფებში მუშაობა, სადაც მშობლის მონაწილეობა სავალდებულოა (არაუმეტეს 2 ჯგუფური მუშაობისა თვეში);“; ა.ბ.ბ.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 3 წლიდან 7 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვების შემთხვევაში, მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ან/და ბენეფიციარების ვიზიტებს ცენტრში (მომსახურების მომწოდებლის მიერ შესაძლებლობისა და ბენეფიციარის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/ძირითადი მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის სურვილის გათვალისწინებით) და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს: ბ.ა) 3 წლიდან 7 წლის ჩათვლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე. ინდივიდუალურ მომსახურებას, ბუნებრივ გარემოში ან ცენტრში, ასევე ბავშვებთან ჯგუფურ მუშაობას, რომელიც შეადგენს თვეში არაუმეტეს 4 ვიზიტს; ბ.ბ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების მხარდაჭერას ბავშვის პოზიტიური ქცევის ფორმირებაში, მისი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, ბავშვის წინასასკოლო და აკადემიური მზაობის, სოციალური და თვითორგანიზების უნარების განვითარების, სხვადასხვა წრეში ან სპორტულ აქტივობაში ჩართვის მიზნით; ბ.გ) საჭიროებიდან გამომდინარე, მცირე ჯგუფებში მუშაობას. ჯგუფური მუშაობის პროცესში მშობლის მონაწილეობა არ არის სავალდებულო, რათა მოხდეს ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა (არაუმეტეს 4 ჯგუფური მუშაობისა თვეში). ჯგუფურ მუშაობაში მშობლების მონაწილეობის საჭიროების შემთხვევაში მშობელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს. ამასთან, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/ძირითადი მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის მხარდაჭერისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სასურველია თვეში 1 ჯგუფური მუშაობა ჩატარდეს ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მშობლებისთვის/ კანონიერი წარმომადგენლისთვის/ძირითადი მზრუნველისთვის/მინდობით აღმზრდელებისთვის; ბ.დ) ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს ხუთს, რომლებთანაც მუშაობს, სულ ცოტა, 2 პროფესიონალი/სპეციალისტი ან პროფესიონალი/სპეციალისტი და პარაპროფესიონალი. ჯგუფური ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელებისას აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა ჯგუფში ჩართული ბავშვების ასაკებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;“; ა.ბ.ბ.დ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ.გ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში ან/და ცენტრში მისი სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტის მუშაობაზე დაკვირვებას, ჩანაწერის წარმოებასა და სპეციალისტისთვის უკუკავშირის მიცემას, ხოლო დისტანციურად ჩატარებული პროფესიული ზედამხედველობის შემთხვევაში − ვიდეოჩანაწერის განხილვას;“; ა.გ) მე-3 მუხლის: ა.გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთან, 7 წლის შესრულებამდე დარჩენილი უნდა იყოს, სულ მცირე, 8 თვე (2022 წლის 1 იანვრიდან, რომელიც ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მათ შორის, წინა წლებში მომსახურებაში ჩართვის მსურველ ბენეფიციარებზეც), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ, რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.15 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 28 760 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში, საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არა მხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.
ა.გ.ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. წლის განმავლობაში სეანსების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 480 000 სეანსს, ხოლო ერთ ბენეფიციარზე წელიწადში 192 სეანსს.“; გ) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“): გ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6-საათიანი მომსახურება. ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები. გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში (რომელიც დასტურდება ინდივიდუალური მომსახურების მოკლევადიანი გეგმით), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების, მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრის მომსახურების მიღების პირველ თვეს (მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა) შესაძლებელია, ცენტრში გატარებული დრო იყოს 3 საათზე ნაკლები. 6 საათამდე მომსახურებისას უნდა მოხდეს ბენეფიციართა უზრუნველყოფა ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი სამკომპონენტიანი სადილით;“; გ.ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
დ) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში და არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასებისა და ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე, მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის, წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის თვეში ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტისა და, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის, საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა (გარდა რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისა).“; ე) №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ − „პ“ ქვეპუნქტები: „მ) ყოველდღიური ხარჯებისათვის ჯიბის ფულით (ახალგაზრდის მიერ კვების, ტრანსპორტირების, ჰიგიენური საშუალებებისა და ყოველდღიური საჭიროებებით დაკმაყოფილების მიზნით) უზრუნველყოფას; ნ) ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას; ო) მომსახურების მომწოდებლის მიერ გამოყოფილი საცხოვრებლის ინვენტარითა და ტექნიკით უზრუნველყოფას; პ) მომსახურების მომწოდებლის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომუნალური ხარჯებით უზრუნველყოფას.“; ვ) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 834 000 ლარით.“. |
|