„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-166 |
|
2022 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მე-4 მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნეს;
2. მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) გრანტები, „საქართველოს ტყის კოდექსის“ 21-ე მუხლის მე-8 პუქტის „დ“ ქვეპუნქტით და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-12 მუხლის 27 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხები;“.
3. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო:
ა.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;
ა.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტის, ასევე მსოფლიო ბუნებრივი მეკვიდრეობის უბნების, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების მართვა;
ა.გ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ა.ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.ზ) დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობა;
ა.თ) სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივი დამუშავება, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემების და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება;
ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ა.კ) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ა.ლ) ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების) სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელი დაავადებების დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედვით შესაბამისი ქმედებების დაგემვა-განხორციელება;
ა.ნ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.
ბ) მდგრადი განვითარების სამმართველო:
ბ.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვის კოორდინაცია;
ბ.ე) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ.ზ) დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზება;
ბ.თ) ეკოტურიზმის განვითარება და მისი მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებზე;
ბ.ი) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
ბ.კ) დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზების წარმოება;
ბ.ლ) სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფა;
ბ.მ) დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავების ზედამხედველობა;
ბ.ნ) დაცულ ტერიტორიებზე სმარტ-პროგრამის გამოყენებით მონაცემების შეგროვება-ანალიზი;
ბ.ო) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
ბ.პ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.03.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-166. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.22.023.016717.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-166, 09.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016717 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5400304/