„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-615 |
|
2024 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
1. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) სერვისების განვითარების სამსახური.“.
2. დებულების მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის სამმართველო:
ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;
ა.ბ) ბიომრავალფეროვნების დაცვის, მონიტორინგის, აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და კოორდინაცია;
ა.გ) დაცულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია;
ა.დ) საველე კვლევა-მონიტორინგის ანგარიშების კოორდინაცია;
ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ა.ვ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციული გეგმების სხვადასხვა კომპონენტების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება;
ა.ზ) სამინისტროსა და სააგენტოს ინიციატივით სხვადასხვა კონსერვაციული გეგმებისა და სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობა;
ა.თ) სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ტერიტორიებისთვის ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ა.ი) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;
ა.კ) ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია, რომლებიც ჩართულები არიან ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში;
ა.ლ) ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგის ერთიანი სისტემის შემუშავებისა და ფუნქციონირების კოორდინაცია;
ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში SMART პროგრამის ფუნქციონირების კოორდინაცია;
ა.ნ) ფოტომახეებით კვლევების დაგეგმვა და კოორდინაცია, მიღებული მასალების დეტალური ანალიზი;
ა.ო) დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნის კოორდინაცია (მათ შორის, იშვიათი გადაშენების პირას მყოფი, მოწყვლადი, წითელი ნუსხის სახეობების შესახებ);
ა.პ) ტერიტორიული ადმინისტრაციების შესაბამის თანამშრომლების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის სამმართველოს თანამშრომლების, საველე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობაში ჩართვა და კოორდინაცია;
ა.ჟ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში: აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
ა.რ) რეინტროდუციის პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია;
ა.ს) ტყის პათოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ტყის აღდგენის პროექტების დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და ანგარიშგებაში მონაწილეობა;
ა.ტ) ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, არსებული მონაცემების შეგროვება-ანალიზი;
ა.უ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
ა.ფ) დაცულ ტერიტორიებზე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
ა.ქ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ა.ღ) ინფორმაციის მომზადება დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის შესახებ;
ა.ყ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.შ) სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ დაცული ტერიტორიების კატეგორიების, ბუნებრივი რესურსების მართვის და სარგებლობის მონიტორინგი;
ა.ჩ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ბ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო:
ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;
ბ.ბ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებულ ტყეებში, მისი დაცვა-შენარჩუნების მიზნით და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საჭირო სამეცნიერო კვლევებისა განხორციელება და მონიტორინგი;
ბ.გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ.დ) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების ბუნებრივი რესურსების მართვაში ჩართულ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება;
ბ.ე) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული ტყისა და სხვა ბუნებრივის რესურსების მართვასთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება/შესრულებაში მონაწილეობა და კორდინაცია.
ბ.ზ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში, ასევე ტყისა და ბუნებრივი რესურსების მდრად სარგებლობაში – აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
ბ.თ) ტყის ეკოსისტემების/ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის პროცესების კოორდინაცია;
ბ.ი) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების მონიტორინგი;
ბ.კ) მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთნ დაკავშირებით წინადადებების შემუშავება. ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსების განსაზღვრა, სისტემის მასშტაბით;
ბ.ლ) ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია;
ბ.მ) დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე ან/და გახსნაზე მონიტორინგი და კოორდინაცია;
ბ.ნ) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისი №221 დადგენილების მე-60 მუხლის „11“ პუნქტით, ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობის და „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ობიექტების სარგებლობის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება, კოორდინაცია/კონტროლი;
ბ.ო) კანომდებლობით დადგენილი წესით მერქნული რესურსების დახარისხების კონტროლი და კოორდინაცია;
ბ.პ) ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ.ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.რ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
ბ.ს) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაციის მონიტორინგი;
ბ.ტ) ტყის აღრიცხვისა და ტყის მართვის გეგმების შემუშავების კოორდინაცია;
ბ.უ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.ფ) ტყის რესურსების სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლებისა და ხანძრების პრევენციის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ.ქ) საქმიანი ეზოების მოწყობის კოორდინაცია და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ.ღ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
გ) მდგრადი განვითარების სამმართველო:
გ.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა;
გ.ბ) ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში, დაარსებასა და კოორდინაციაში მონაწილება;
გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
გ.დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
გ.ე) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;
გ.ვ) დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
გ.ზ) დაცული ტერიტორიების თემატიკით გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
გ.თ) დაცული ტერიტორიების თემატიკით ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ანალიზი;
გ.ი) სოციალური კითხვარის შედგენა, გამოკითხვა და ანალიზი;
გ.კ) გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო მასალების, მათ შორის ეკოსაგანმანათლებლო ბილიკების დაფებისთვის, ბროშურებისა და სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადების კოორდინაცია;
გ.ლ) საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო და ვიზიტორებთან კომუნიკაციაში ჩართული ტერიტორიული ერთეულების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინირება;
გ.მ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების შემუშავებასა და გაფორმებაში მონაწილეობა;
გ.ნ) დაცული ტერიტორიების სივრცითი მონაცემთა ბაზის წარმოება - მათ შორის დაცული ტერიტორიების საზღვრების, ზონირების ინფრასტრუქტურის, იჯარების მონაცემთა ბაზების წარმოება განახლება;
გ.ო) სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემებით და კარტოგრაფიული მასალით უზრუნველყოფა;
გ.პ) დაცული ტერიტორიების დემარკაციების და მარკირების კოორდინაცია;
გ.ჟ) დაცული ტერიტორიების საზღვრების და ინფრასტრუქტურული ობიექტების რეგისტრაციის კოორდინაცია;
გ.რ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
გ.ს) შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
გ.ტ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში: აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
გ.უ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
გ.ფ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
გ.ქ) ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21-25 პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით გაცემისათვის შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;“;
გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. სერვისების განვითარების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ეკოტურიზმის განვითარება და მისი მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებზე;
ბ) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
გ) ტერიტორიული ერთეულების კულტურული რესურსების მართვასა და ეკოტურისტულ/ვიზიტორთა მომსახურებაში ჩართულ თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინირება;
დ) დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის არსებული მდგომარეობის შეფასება და დაცული ტერიტორიების თანამშრომელთათვის რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში სააგენტოს მონაწილეობის ორგანიზება;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოტურისტული სერვისების განვითარება და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის წარმოების, განახლებისა და მიწოდების პროცესის კონტროლი დაინტერესებული მხარეებისათვის;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მქონე ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების კოორდინაცია;
თ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21, 23, 24პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით გაცემისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება და გაცემის შემდეგ არსებული ან მოსაწყობი ინფრასტრუქტურის რენდერების და პროექტების განხილვა;
ი) დაცული ტერიტორიების ტურისტული, მენეჯმენტის და სხვა თემატური გეგმების პროგრამების შეფასება, ანალიზი, მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და შემდგომი კონტროლი;
კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული და რეკერეაციული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
ლ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურებთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისათვის საინფორმაციო დაფების, ბუკლეტების და სხვა ვიზუალური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
ნ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „131“ მუხლი:
„მუხლი 131. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი
1. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებია:
ა) სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს თავმჯდომარისათვის რეკომენდაციების წარდგენა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
გ) სააგენტოს თანამშრომლებისათვის რეკომენდაციის მიცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა, მისი მომართვების განხილვა და მათზე რეაგირება;
ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.“.
4. დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:
„წ) გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“.
|