„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016735
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №43

2018 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/03/2016,  სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016512) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ლოჯისტიკის სამმართველო;

ბ) სწრაფი რეაგირების სამმართველო;

გ) ოპერატიული სამსახური;

დ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ე) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

ვ) დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება.

მუხლი 8

1. ლოჯისტიკის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება; 

ბ) ტრანსპორტის განყოფილება;

გ) სანივთე და სურსათის მომარაგების განყოფილება;

დ) რეგიონალური უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) შეიარაღების განყოფილება;

ვ) აღრიცხვიანობის ქვეგანყოფილება.

2. ლოჯისტიკის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებას, დეპარტამენტის ბეჭდების, შტამპების, ლუქებისა და ნომრიანი ბლანკების აღრიცხვას და შენახვა-დაცულობას;

ბ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაგზავნას;

გ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ დაგეგმილ სპორტულ, სადღესასწაულო და სხვა ღონისძიებებში დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უგზავნის ან/და გამოითხოვს ინფორმაციას როგორც  სამინისტროს დანაყოფებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან;

ე) ახორციელებს საქმისწარმოების კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობას;

ზ) აწარმოებს დეპარტამენტისათვის საჭირო სურსათისა და სხვადასხვა დასახელების მატერიალურ საშუალებათა დროულ შეძენასა და სტრუქტურული ერთეულების მიხედვით განაწილებას;   

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ბაზებზე არსებული სასადილოების გამართულ ფუნქციონირებას და პირადი შემადგენლობის კვებას;

ი) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სამშენებლო-სარემონტო და სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარებას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, კორპორატიული სატელეფონო ნომრები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) აღრიცხვას და ინვენტარიზაციას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების შეიარაღებას, საბრძოლო მასალითა და ინვენტარით მომარაგებას;          

მ) უზრუნველყოფს სპეციალური საბრძოლო მომზადების გეგმებითა და სასწავლო-საწვრთნელი პროგრამებით დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სპეციალურ სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას, ასევე გახარჯული საბრძოლო მასალების ჩამოწერას;

ნ) სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ახორციელებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და ექსპლუატაციის კონტროლს;

ო) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობისათვის პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევას და შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;

პ) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისთვის უშიშროების აღჭურვილობის, ობიექტების და ოპერირების დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მიზნობრივი გრანტის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დოკუმენტაციის განხილვას და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში გადაგზავნას.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. ოპერატიული სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება; 

გ) ანალიტიკური განყოფილება;

დ) კავშირგაბმულობის განყოფილება.

2.  ოპერატიული სამსახური:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი დასაცავი ობიექტების წინააღმდეგ მიმართული სხვა ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიტიკურ დამუშავებასა და გამოყენებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების, ასევე სამართალდარღვევების თავიდან აცილებას, გამოვლენას, აღკვეთას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მოიპოვებს ოპერატიულ ინფორმაციას სამართალდარღვევისა და მასში მონაწილე პირების შესახებ; ახორციელებს ღია წყაროებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს რეგიონალურ სამმართველოებში განთავსებული სამორიგეო ჯგუფებიდან ინფორმაციის მიღებას, შეგროვებას, სისტემატიზაციასა და ანალიზს;

ვ) დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზს და ამუშავებს სტატისტიკას;

ზ) უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ოპერატორ კომპანიებთან არსებული ოპერატიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, სამოქმედო გეგმებისა და წინადადებების შემუშავებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, ნავთობკომპანიებთან და მათ კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგულარული კონსულტაციების საფუძველზე უზრუნველყოფს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ მილსადენების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული დაცვისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვას;

ი) საგანგებო შემთხვევების დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის მობილიზაციის მიზნით მისი სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობის დროულ ინფორმირებას;

კ) დამტკიცებული გეგმის მიხედვით უზრუნველყოფს სიგნალ „განგაშზე“ დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინფორმირებას და გამოცხადებას;

ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული რადიოკავშირის საშუალებათა შეუფერხებელ მუშაობას;

მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამორიგეო ფუნქციის განმახორციელებელ მოსამსახურეთა მეშვეობით უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული ინფორმაციის რეგისტრაციას და შემდგომში ოპერატიული სამსახურისათვის გადაცემას.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამორიგეო ფუნქციის განმახორციელებელ მოსამსახურეთა მეშვეობით უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული ინფორმაციის რეგისტრაციას და შემდგომში ოპერატიული სამსახურისათვის გადაცემას.“.

6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17

1. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრისა და კურატორი მინისტრის (არსებობის შემთხვევაში) ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016735.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №43, 27.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016735 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4106211/