საქართველოს მთავრობასა და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას“ და „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას“ შორის 2007 წლის 19 ივლისს გაფორმებული „ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში საავტომობილო გზების შეკეთებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსების რიგ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №936
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას“და „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას“შორის 2007 წლის 19 ივლისს გაფორმებული „ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ხელშეკრულების ფარგლებში საავტომობილო გზების შეკეთებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსების რიგ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობასა და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას“ და „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას“ შორის 2007 წლის 19 ივლისს გაფორმებული „ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში საავტომობილო გზების შეკეთებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების მიზნით, ს აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების –,,ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაცია“ (ორგანიზაციული კოდი – 25 03 02 08) მუხლის ფარგლებში ამ მუხლის „საბიუჯეტო სახსრების“ ნაწილი – 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოიყენოს „ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ 2007 წლის 19 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საავტომობილო გზების შეკეთებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური