1. ზემოქმედი ელექტრული ველის დაძაბულობის ზღვრულად დასაშვებ დონედ დგინდება 25კვ/მ.
2. დაუშვებელია ელექტრულ ველში, რომლის დაძაბულობის დონე 25კვ/მ-ს აღემატება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე ყოფნა.
3. თუ ელექტრული ველის დაძაბულობის დონე 20–25 კვ/მ-ია, პერსონალის ელექტრულ ველში ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
4. პერსონალის ყოფნა ელექტრულ ველში, რომლის დაძაბულობის დონე არ აღემატება 5კვ/მ-ს, დასაშვებია მთელი სამუშაო დღის (8სთ) განმავლობაში.
მუხლი 14
თავი III — 50ჰც სიხშირის ელექტრული ველის დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები დონეები ველის ზემოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002. გამოქვეყნება: სსმ, 97, 30/09/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №259/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.498 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54448/muxli-14/