2. გაზომვები ტარდება :
ა) გამაფრთხილებელი სანიტარიული ზედამხედველობის ეტაპზე, რადიოტექნიკური ობიექტის  ექსპლუატაციაში მიღების დროს;
ბ) მიმდინარე სანიტარიული ზედამხედველობის ეტაპზე, რადიოტექნიკური ობიექტის სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების ან მუშაობის რეჟიმის (გამოსხივებული სიმძლავრის, საანტენო-საფიდერო ტრაქტის და ა.შ.) შეცვლის დროს;
გ) რადიოსადგურის განლაგების სიტუაციური პირობების შეცვლის დროს (ანტენების ადგილმდებარეობის, აზიმუტის, სიმაღლის, განაშენიანების პირობების და ა.შ.);
დ) ელექტრომაგნიტური ველის დონის შესამცირებელი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ (საჭიროების შემთხვევაში );
ე) გეგმური საკონტროლო გაზომვებისათვის (არა უმეტეს წელიწადში ერთხელ)