1. გაზომვების ჩატარების წინ უნდა იყოს მომზადებული შესაბამისი აპარატურა მისი ექსპლუატაციის ინსტრუქციის მიხედვით. ხელსაწყოები უნდა იყოს ვარგისი და გააჩნდეს სახელმწიფო შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ინსტრუმენტული კონტროლისა და გაზომვებისათვის ამჟამად გამოიყენება П3-9, П 3-18 , П 3-19 , П 3-20 და სხვა ნებადართული ხელსაწყოები.
2. გაზომვები უნდა ჩატარდეს იმ დაკვირვების წერტილებში, რომლებიც მდებარეობენ ს-დ.ზ.-ს და გ.შ.ზ.-ს შიგ და გარეთ.
3. გაზომვების ჩატარებისას ხელსაწყოს მიმღები ანტენა ორიენტირდება სივრცეში მიღებული სიგნალის პოლარიზაციის მიხედვით.
4. გაზომვები ტარდება შერჩეული ბაქნის ცენტრში 0.5-2 მეტრის სიმაღლეებზე, სადაც იძებნება ყველაზე მაქსიმალური ჩვენება (ხელსაწყოს ინდიკატორზე) რომელიც აღირიცხება როგორც ჩვენება. საჭიროების შემთხვევაში ხდება მიმღები ანტენის სივრცეში მდგომარეობის მდორედ გადაადგილება, როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ სიბრტყეებში.
5. თითოეულ ბაქანზე უნდა ჩატარდეს არა უმეტეს 3 გაზომვისა. მარეზულტატირებელი სიდიდე იქნება საშუალო არითმეტიკული.
6. დაშორების rm–ის გასაზომად ანძის (შენობის) ძირიდან გაზომვის წერტილამდე გამოიყენება თეოდოლიტი, გამზომი ლენტი, ადგილ- მდებარეობის რუქა.
7. სანიტარიული ზედამხედველობის ჩატარებისას შენობა-ნაგებობებში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გამოსხივების მეორადი წყაროები რომლებსაც წარმოადგენენ სხვადასხვა ლითონკონსტრუქციები, ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებები. მეორადი (არეკვლილი) გამოსხივება ურთიერთობს რა პირდაპირ ტალღასღთან, იწვევს ინტერფერენციას და შედეგად არასწორ ჩვენებებს ხელსაწყოს ინდიკატორზე. ასეთ შემთხვევებში გაზომვებს ატარებენ როგორც პირდაპირი ხედვის უბანში, ასევე რადიოჩრდილებში.
8. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში აუცილებელია გამოკვლეულ იქნეს პირველი რიგის შენობები რადიოსადგურის მიმართ (ე.ი. ყველაზე ახლოს მდებარე). იმ შემთხვევაში, თუ სადმე E (П) აღემატება ნორმას, მაშინ გაზომვები ტარდება მეორე რიგში მდებარე შენობებში და ა.შ.
9.E-ს და П-ს განსაზღვრისას, გაზომვები ტარდება ფანჯრებთან, შესასვლელ კარებთან, ოთახის ცენტრში, აივანზე დაწყებული მინიმალური სიმაღლიდან 2 მეტრამდე. ამ შემთხვევებში მანძილი გადამსხივებელ საგნებამდე უნდა იყოს 0.5 და მეტი მეტრი.
10. ჩატარებული გაზომვების შედეგების საფუძველზე დგება სპეციალური ოქმი, ხოლო შედეგები ჩაიწერება რადიოობიექტის სანიტარიულ პასპორტშ
,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” · რედაქცია 24.02.2003
მუხლი 17. გაზომვების ჩატარების წესები და აპარატურა
თავი VIII — ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის ( ნაკადის სიმკვრივის ) სიდიდის ინსტრუმენტური გაზომვების ჩატარების მეთოდი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. 1. სანიტარიულ-დაცვითი ზონა (სდზ)-ეს არის ფართობი, რომელიც ემიჯნება რადიოსადგურის ტექნიკურ ტერიტორიას. ამ ზონის გარე საზღვარი აიღება 2მ სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან გაანგარიშებული E-ს (Пს) დონის სიდიდის
- მუხლი 11. ზოგადი დახასიათება
- მუხლი 13. ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის სიმკვრივის განსაზღვრა 200
- მუხლი 14. 1. ელექტრომაგნიტური ველის E დაძაბულობის (–ნაკადის სიმკვრივის) ინსტრუმენტური გაზომვები ტარდება რადიოტექნიკური ობიექტის განთავსების ადგილზე ელექტრომაგნიტური მდგომარეობის (ფონის) ფაქტობრივი განსაზღვრისა
- მუხლი 15. მომზადება გაზომვების ჩასატარებლად
- მუხლი 16. გაზომვების ტრასების შერჩევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”“, მუხლი 17, №38/ნ, 24.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55144/muxli-17/