1. სატელიტური, რადიოსარელეო, ფიჭური კავშირგაბმულობის და რადიომაუწყებლობის სადგურების მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის სიმკვრივის სიდიდის განსაზღვრის პროგრამული უზრუნველყოფა ეფუძნება წინამდებარე მეთოდოლოგიას და იგი რელიზებულია „Visual Foxpro“-ს გარემოში.
2. „Visual Foxpro“ ეს არის  გარემო, რომელიც მიეკუთვნება xBase  ჯგუფს და გამოყენებულია პროგრამულ-ორიენტირებული პროგრამირების მეთოდები.
3. მოცემული პროგრამები ემყარება მონაცემთა ბაზას, რომელიც შეიცავს გადამცემი ანტენების ძირითადი პარამეტრების ცხრილებს და გათვლებისათვის საჭირო ბრძანებებს.
4. მოცემული მეთოდოლოგიის რეალიზაციისათვის გამოიყენება ორი პროგრამა:
ა) პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობისა და ნაკადის სიმკვრივის სიდიდეს 200 და 2000 მ ზონებისათვის;
ბ) პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის E-ს და ნაკადის სიმკვრივის -ს სასაზღვრო-დასაშვებ ზონებს .
5. თითოეული პროგრამა თავის მხრივ შედგება ცალკეული პროგრამული მოდულებისაგან, რომლებიც ორიენტირებულია მოცემული ანტენის პარამეტრების დიალოგურ რეჟიმში შერჩევისა და დაყენებისათვის, აგრეთვე დაკვირვების წერტილების ანტენიდან დაშორების მიხედვით ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის სიმკვრივის განსაზღვრისათვის.
6. მოცემულია პროგრამული მოდული რომელიც გრაფიკულად ასახავს გასათვლელ ზონას და ზუსტად აფიქსირებს დაკვირვების წერტილების პარამეტრებს და ამ წერტილებში ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის სიმკვრივის სიდიდეს.
7. ჩატარებული გათვლების შედეგები აისახება მონიტორის ეკრანზე სპეციალური ანგარიშის ფორმით და შემდგომ იგი ამოიბეჭდება ქაღალდზე