2. განაშენიანების შეზღუდვის ზონა (გ.შ.ზ.) - ეს არის ტერიტორია სადაც მიწის ზედაპირინად 2მ-ის სიმაღლეზე ელ.მაგნიტური ველის სასაზღვრო-დასაშვები დონე აღემატება შესაბამის სანიტარიულ ნორმებს. განაშენიანების შეზღუდვის ზონის ზედა საზღვარი გამოითვლება პერსპექტიული განაშენიანებისათვის დაგეგმილი შენობების მაქსიმალური სიმაღლით, რომელთა ზედა სართულზე E(П) არ აღემატება ნორმას.
3. ორივე სახის ზონის სიდიდე განისაზღვრება ყოველი კონკრეტული რადიოსადგურისათვის და დამოკიდებულია სადგურის ანტენების მიერ გამოსხივებული სიმძლავრის სიდიდეზე, სიხშირეზე, ადგილობრივ რელიეფზე, ანტენების მუშა ტექნიკურ პარამეტრებზე, ანძის (შენობის) სიმაღლეზე.
4. აღნიშნული ზონების აგება დაფუძნებულია გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველის დონის განაწილების ანგარიშზე rm სიშორის და Hm სიმაღლის მიხედვით, მათ შორის Hm=2მ – სათვის, მიწის დონიდან. თუ რელიეფზე დაკვირვების წერტილი მდებარეობს ანძის ძირზე გატარებულ ჰორიზონტალს ქვემოთ, მაშინ Hm – ს ემატება hნ (იხ. ნახ. 1.).
5. იმ შემთხვევაში თუ გამოიყენება ორი (ან მეტი) რადიოსადგური, მაშინ თითოეულის სან-დაცვითი ზონის საზღვრებს ანგარიშობენ შემდეგნაირად:
;   (27) სადაც,ა) E1,E2+....+En – რადიოსადგურების ელექრო მაგნიტური ველის დაძაბულობის საანგარიშო მნიშვნელობებია სხვადასხვა Hm – სათვის (მათ შორის  Hm=2მ – ვის );
ბ) Eს-დ.დ – ელექტრული   ველის   დაძაბულობის  სასაზღვრო-დასაშვები დონეები  შესაბამის  სიხშირეთა დიაპაზონისათვის;
გ) П n   –  ელ. მაგ. ველის ნაკადის სიმკვრივის გაანგარიშებული n- ური სიდიდე;
დ) П ს-დ.დ – სიმკვრივის სასაზღვრო-დასაშვები დონე (შესაბამის სიხშირეთა დიაპაზონისათვის).
6. E – ს, (-ს) გაანგარიშებულ მნიშვნელობების საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ Hm –სათვის აიგება დამოკიდებულება Sფ=f (Hk=const), რომელიც სქემატურად ნაჩვენებია ნახ 3-ზე, ან გრაფიკზე Sf=1 წერტილზე ტარდება აბსცისთა ღერძის პარალელური წრფე (პუნქტირით) და მრუდებთან გადაკვეთის წერტილებიდან (მაგ N 1,2,3,4) ეშვება პერპენდიკულარები აბსცისთა  ღერძზე,  ანუ r – ზე შესაბამისი H1, H2, H3, H4 – სათვის. მიღებული სიდიდეების საფუძველზე აიგება დამოკიდებულება Hm=f(rm); (იხ.ნახ. 4).
7. Hm=2მ სიმაღლეზე და Hm=f(rm) გრაფიკის დახმარებით განისაზღვრება სანიტარიულ-დაცვითი ზონის დაშორება. ამის შემდეგ პერსპექტიული განაშენიანების მოცემული სიმაღლის მიხედვით განისაზღვრება გ.შ.ზ-ს ზონის დაშორება (იხ. ნახ. 4).
8. იმ შემთხვევაში, თუ რელიეფი მიმართულია ანძიდან (შენობიდან) ქვემოთ, მაშინ Sf-–ს და Hm=f(r) –ის განსაზღვრა რჩება იგივე მაგრამ ს-დ.ზ და გ.შ.ზ-ს საზღვრების დაშორების განსაზღვრისათვის, ხდება ადგილობრივი რელიეფის ზედდება იმ მიმართულებაზე რომელიც იყო გაანგარიშებული რელიეფის გათვალისწინების გარეშე. ს-დზ-ს და გშზს საზღვრების დაშორება ხდება რელიეფის მრუდის ცვლილების მიხედვით (იხ. ნახ. 5.). ს-დ ზ-ს და გ.შ.ზ-ს საზღვრების დადგენა ხდება ანტენის გამოსხივების ჰორიზონტალური დიაგრამის კუთხეების ფარგლებში, ე.ი. როგორც მაქსიმალური ასევე მინიმალური მნიშვნელობებისათვის.
9. ყველა გაანგარიშებული E–ს (-ს) მნიშვნელობებისა და მიმართულებების მიხედვით, რადიოსადგურის ირგვლივ აიგება ს-დ.ზ-ს და გ.შ.ზ-ს საზღვრები (იხ. ნახ. 6.).
10. სარელეო და სატელიტური სადგურების ს-დ.ზ-ს და გ.შ.ზ-ს საზღვრების დადგენა შეიძლება სხვადასხვა აზიმუტებზე П-ს ცვლილების განსაზღვრით (10 მკვტ/სმ2-ის მქონე წერტილების ერთობლიობა იქნება აღნიშნული ზონების საზღვარი).

თავი VIIპროგრამული უზრუნველყოფ