2. რადიოსიხშირეების საერთაშორისო რეგლამენტის შესაბამისად 10-60 კჰც სიხშირეები მიეკუთვნება ძდს (ძალიან დაბალი სიხშირეები 3-30კჰც) და დს (დაბალი სიხშირეები 30-300 კჰც) დიაპაზონებს.
3. 10-60 კჰც სიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ენერგიის წყაროები გამოიყენება რადიოკავშირში, სამრეწველო, სამეცნიერო და სამედიცინო დანიშნულების დანადგარებში. აღნიშნულ დანადგარებს „სამრეწველო, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო დანადგარებში გამოსაყენებლად განკუთვნილი რადიოსიხშირეების ჩამონათვალის” შესაბამისად შეუძლიათ მუშაობა სიხშირეების შემდეგ ზოლებზე: 16,7 – 19,4კჰც; 20,4 – 23,7კჰც; 40 – 48კჰც. მათ მიეკუთვნება ინდუქციური ღუმელები, ფიზიოთერაპიული აპარატები “ულტრატრონი”, დაბალისიხშირიანი ულტრაბგერითი დანადგარები მაგნიტოსტრიქციული გარდამქმნელებით და პიეზოგამომსხივებლებით; 10 – 60კჰც დიაპაზონში თავმოყრილია ვიდეოტერმინალების (დისპლეების) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ენერგიის ძირითადი ნაწილი. პერსპექტივაში მოსალოდნელია 10 – 60კჰც დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ენერგიის წყაროების გაფართოება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
4. ელექტრომაგნიტური ენერგიის წყაროების გარემომცველ სივრცეში იქმნება ელექტრული და მაგნიტური ველები. ელექტრული და მაგნიტური ველების ინტენსივობა ფასდება ველის დაძაბულობით და გამოისახება შესაბამისად ვოლტი/მეტრში (ვ/მ) და ამპერი/მეტრში (ა/მ).
5. მომუშავეთა ჯანმრთელობაზე ელექტრომაგნიტური ველის არასასურველი მოქმედების თავიდან ასაცილებლად დგინდება ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონეები, რომლებიც წარმოდგენილია წინამდებარე დოკუმენტის თავ II-ში.
6. დოკუმენტის მოთხოვნები ვრეცელდება ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც იყენებენ დანადგარებს ელექტრომაგნიტური ენეგრიის წყაროებით 10 – 60კჰც სიხშირის დიაპაზონში.
თავი II. ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონეებ
მუხლი 1. 1. სანიტარიული ნორმები – „10კჰც-60კჰც სიხშირის დაიპაზონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ) შემუშავებულია “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის
თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. 1. 10 –30კჰც სიხშირის (ძალიან დაბალი სიხშირეები) დიაპაზონში ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობა პერსონალის სამუშაო ადგილებზე არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზღვრულად დასაშვებ დონეებს:
- მუხლი 4. ელექტრომაგნიტური ველების დონეების საკონტროლოდ გამოყენებულ აპარატურას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო შემოწმების მოწმობა
- მუხლი 1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები – „ჰიგიენური მოთხოვნები სამუშაოების შესრულებისადმი სამრეწველო სიხშირის (50ჰც) ელექტრული ველის ზემოქმედების პირობებში” (შემდგომში წესები) ადგენენ მოთხოვნებს იმ
- მუხლი 2. 1. წინამდებარე წესების მოთხოვნები ვრცელდება სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, სხვა სამინისტროებისა და უწყებების პერსონალზე, რომელთა პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია ღია გამანაწილებელი დანადგარების,
- მუხლი 4. 1. სხვადასხვა ტიპის მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარები, პირველ რიგში, ღია გამანაწილებელი დანადგარები და საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზები წარმოადგენენ 50ჰც სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროს
- მუხლი 5. 1. ელექტრული ველის ბიოლოგიური მოქმედება განპირობებულია:
- მუხლი 6. 1. ელექტრული ველის მახასიათებელ ძირითად პარამეტრს მისი დაძაბულობა წარმოდგენს
- მუხლი 7. 1. ადამიანზე ელექტრული ველის სისტემატურმა ზემოქმედებამ, რომლის დონე ზღვრულად დასაშვებს აღემატება, არასასიამოვნო შეგრძნებებთან ერთად შეიძლება მიგვიყვანოს მომუშავეთა იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა ს
- მუხლი 13. 1. ელექტული ველის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხის შეფასება წარმოებს ორი პარამეტრის – ველის ინტენსივობის და მოქმედების დროის (ხანგრძლივობის) საფუძველზე
- მუხლი 14. 1. ზემოქმედი ელექტრული ველის დაძაბულობის ზღვრულად დასაშვებ დონედ დგინდება 25კვ/მ
- მუხლი 15. 1. ელექტრულ ველში, რომლის დაძაბულობის დონე 5–20კვ/მ-მდეა, პერსონალის ყოფნის დასაშვები დრო გამოითვლება ფორმულით:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №259/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.498 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54448/muxli-1/