1. სხვადასხვა ტიპის მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარები, პირველ რიგში, ღია გამანაწილებელი დანადგარები და საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზები წარმოადგენენ 50ჰც სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროს.
2. ელექტროდანადგარებთან, ულტრამაღალი და ზემაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებთან, ულტრამაღალი და ზემაღალი ძაბვის ღია გამანაწილებელ დანადგარებთან ახლოს პერსონალის ყოფნისას, მიწის პოტენციალზე მყოფ ადამიანზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ორი შემდგენლიდან მოქმედებს უპირატესად 50ჰც სიხშირის ელექტრული ველი (იხ. IX თავი). თუ მანძილი ადამიანსა და დენგამტარ ნაწილებს შორის შეესაბამება ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს, მაშინ ჰიგიენური თვალსაზრისით მაგნიტური ველი არ არის მნიშვნელოვანი.