1. ელექტრული ველის ბიოლოგიური მოქმედება განპირობებულია:
ა) ელექტრული ველის უშუალო მოქმედებით;
ბ) ადამიანის სხეულში წანაცვლების დენის გავლით;
გ) ელექტრული ველის მრავლობითი იმპულსური დენის ზემოქმედებით (იხ. IX თავი);
დ) მიწისაგან იზოლირებულ ობიექტებთან – მსხვილგაბარიტიან მანქანებთან და მექანიზმებთან, გამორთულ, მაგრამ ჩაუმიწებელ დენგამტარ ნაწილებიან მოწყობილობებთან (ჩამდინარე დენი) კონტაქტში მყოფი ადამიანის სხეულში გამდინარე დენის ზემოქმედებით.
2. მითითებული ფაქტორების გარდა, აუცილებელია გავითვალისწინოთ საგნებისა და ადამიანების მანქანებთან და მექანიზმებთან შეხებისას ელექტრული განმუხტვის გამო საწვავი მასალისა და ნარევების ორთქლის აალების შესაძლებლობა (მაგ. ავტომობილის ბენზინით გამართვისას).
მუხლი 5
თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002. გამოქვეყნება: სსმ, 97, 30/09/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №259/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.498 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54448/muxli-5/