2. წინამდებარე წესების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პროფესიულად არ არიან დაკავშირებული აღნიშნული დანადგარების ექსპლუატაციასთან, ე.ი. პირებზე, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ ან დროებით იმყოფებიან მათ ახლოს, მათ შორის, ფერმერული მეურნეობების მუშაკები, ექსკურსანტები, ინსპექტორები და ა.შ.
3. ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ნორმატიული დოკუმენტის – „სამრეწველო სახშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის სანიტარიული ნორმები და წესები №2971-84” მოთხოვნათა შესაბამისად