და 2000 მ ზონებისათვის
1. ცენტრალურ ფანჯარაში ჩაირთვება ღილაკი “საბაზო”, (ან “სარელეო” –საჭიროების მიხედვით) და მივიღებთ ფანჯარას  “ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის სიმკვრივის განსაზღვრა”;
2. ფანჯრის ტექსტურ ბოქსებში ავტომატურ ან დიალოგურ რეჟიმში ჩაიწერება მოცემული ანტენისა და დაკვირვების წერტილების პარამეტრები. შემდეგ ჩაირთვება ღილაკი “გათვლა”;
3. მიღებული ფანჯარა ასახავს ანგარიშის სახით  შედეგებს, რომელთა ამობეჭვდა ქაღალდზე ხორციელდება ამობეჭვდის ღილაკის ჩართვის შედეგად;
4. 200 ან 2000 მ ზონებისათვის გათვლების ჩატარებისათვის უნდა მოინიშნოს ან მოიხსნას მონიშვნა სპეციალური მონიშვნის ბოქსზე დაწკაპუნებით;
5. გრაფიკულ პროგრამაზე გადასვლისათვის უნდა ჩაირთოს ღილაკი “გრაფიკა”. გაჩნდება ფანჯარა დამატებითი სამუშაო ზოლებით დაკვირვების ობიექტების ჩართვისათვის;
6. გრაფიკულ ფანჯარის სამუშაო ველზე დაწკაპუნებით ავტომატურად განისაზღვრება ანგარიშისათვის საჭირო წერტილის კორდინატები. ჩაირთვება ღილაკი “სიმკვრივე” და მოცემულ დაკვირვების წერტილთან გაჩნდება ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის სიმკვრივის მნიშვნელობა. მიღებული შედეგების ანგარიშის ამობეჭვდისათვის უნდა ჩაირთოს ღილაკი “ამობეჭვდა”.
7. 3ვ/მ ან 10 მკვტ-იანი ზონის გაანგარიშებისათვის “DeskTop”–ზე უნდა ორჯერ დავაწკაპუნოთ შესაბამისი პროგრამის პიქტოგრამაზე, შედეგად  “Visual Foxpro”–ს გარემოში მივიღებთ ცენტრალურ ფანჯარას, საიდანაც ხდება განშტოება სხვადასხვა პროგრამულ მოდულებზე. შემდგომ გამოიყენება ზემოთ აღწერილი ძირითადი მანიპულაციები.
თავი VIII
ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის ( ნაკადის სიმკვრივის ) სიდიდის ინსტრუმენტური გაზომვების ჩატარების მეთოდ