1. ტრასების რიცხვი განისაზღვრება ადგილობრივი რელიეფით, შენობა-ნაგებობების არსებობით, ანტენების რაოდენობით, მუშა სექტორების გახსნილობის კუთხით და გაზომვების ჩატარების მიზნებით.
2. როგორც წესი სანიტარიულ-დაცვითი ზონის დასადგენად შეირჩევა რამდენიმე ტრასა.
3. მიმდინარე სანიტარიული ზედამხედველობითი სამუშაოების ჩატარების დროს, როცა სადგურის მუშა პარამეტრები და მისი ექსპლუატაციის პირობები უცვლელია, გაზომვები შეიძლება ჩატარდეს ერთი ან ორი მთავარი ტრასის გასწვრივ, ან სანიტარიულ-დაცვითი ზონის საზღვრის მიმართულებით.
4. ტრასების შერჩევისას უნდა იყოს გათვალისწინებული მიმდებარე ტერიტორიის ხასიათი (რელიეფი, ტყის არსებობა, განაშენიანება და ა.შ.), რომლის შესაბამისად მიმდებარე ტერიტორია იყოფა სექტორებად. თითოეულ სექტორში, სადგურის მიმართ, შეირჩევა რადიალური ტრასა (გამოსხივების მინიმუმის და მაქსიმუმის გათვალისწინებით).
5. ტრასა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) გაზომვების ბაქნებიდან გამომსხივარ ანტენამდე უნდა იყოს პირდაპირი ხედვა, ხოლო ტრასა თავისუფალი;
ბ) ტრასის გასწვრივ, ანტენის გამოსხივების დიაგრამის გახსნილობის ფარგლებში, არ უნდა იყოს ლითონკონსტრუქციები და მსგავსი ნაგებობები, ელექტროგადაცემის ხაზები და სხვა დამრჩდილავი ან ამრეკლი საგნები;
გ) ტრასის დახრა ანტენის მიმართ უნდა იყოს მინიმალური;
დ) ტრასა უნდა იყოს ადვილად მისადგომი, როგორც ქვეითად მოსიარულისათვის ასევე ავტოტრანსპორტისათვის;
ე) ტრასის სიგრძე განისაზღვრება სანიტარიულ-დაცვითი და განაშენიანების ზონების თეორიული გათვლების საფუძველზე და შეირჩევა შემდეგი გამოსახულებით:

L = ( 1.5 –2 ) x (Lს-დზ + Lგშზ.)                   (28)
სადაც,ე. ა)   Lს-დ.ზ.  და. Lგშზ. შესაბამისად გაანგარიშებული ზონების საზღვრების დაშორების სიგრძეებია;
ვ) გაზომვების ბაქნებს შორის ინტერვალი იცვლება 25-50 და მეტ მეტრამდე, ანტენიდან დაშორების მანძილისა და რელიეფის შესაბამისად;
ზ) ბაქნების შერჩევისას, მათ ირგვლივ 10 მეტრის რადიუსში არ უნდა იყოს მაღალი საგნები (10 და მეტი მეტრის)