2. წინამდებარე სანიტარიული ნორმები ვრცელდება ელექტროსტატიკურ ველებსა (ესვ) და იონურ დენებზე, რომლებიც წარმოიქმნება ულტრამაღალი ძაბვის მუდმივი დენის ელექტროდანადგარებით, პერსონალის სამუშაო ადგილებზე ადგენენ ესვ დაძაბულობის, იონური დენის სიმკვრივის დასაშვებ დონეებს მიწის დონეზე, ასევე მოთხოვნებს კონტროლის ჩატარებისადმი
3. ულტრამაღალი ძაბვის მუდმივი დენის ელექტროდანადგარები სამუშაო ზონაში ქმნიან ელექტროსტატიკურ ველებს და აერონებს, რომლებიც დენგამტარი ნაწილების კორონირების შედეგად წარმოიქმნება. ესვ-ში აერიონების მოძრაობა ქმნის იონურ დენს.
4. მუდმივი დენის მაღალვოლტიანი დანადგარების მომსახურეობისას ადამიანი განიცდის ესვ და იონური დენის კომბინირებულ ზემოქმედებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და ორგანიზმის სხვა სისტემების არასასურველი ცვლილებები.
თავი II. ელექტროსტატიკური ველის დაძაბულობის და
იონური დენის სიმკვრივის დასაშვები დონეებ