ა) ელექტრული ველის დაძაბულობის გაზომვის საზღვრები, კვ/მ:
ბ)გაზომვის ქვედიაპაზონები, კვ/მ:
გ)ძირითადი – 25-50;
– 10-25
– 5-10
დ) დამატებითი – 2,5-5,0
– 1,0-2.5
– 0,5-1,0
ე) ძირითადი ცდომილება ნორმალურ პირობებში ერთგვაროვანი ელექტრული ველის დაძაბულობის ნამდვილი მნიშვნელობიდან % – 5%;
ვ) გაბარიტული ზომები, მმ;
ზ) გამზომი ბლოკ-სფერო დიამეტრით – 120;
თ) საიზოლაციო შტანგა სიგრძით – 1200;
ი) მასა, კგ – 1,4.
2. BYცG-ის ტიპის ხელსაწყო შედგება სფეროს ფორმის გამზომი ბლოკისაგან, რომელიც დამაგრებულია საიზოლაციო შტანგაზე და შეიცავს: ელექტრული ველის დაძაბულობის სამკოორდინატიან სფერულ გადამწოდს, რომელიც ამავე დროს, ხელსაწყოს კორპუსის როლს ასრულებს; ანალოგურ-ციფრულ გამომთვლელ მოწყობილობას, რომელიც შედგება: წამიერი მნიშვნელობების კვადრატების, წამიერი მნიშვნელობების შემაჯამებლის, ამპლიტუდური დეტექტორის ამთვლელი მოწყობილობისა და კვების ბლოკისაგან.
3. სამკოორდინატიანი გადამწოდი შედგება ღრუ სფეროსაგან სამი ერთნაირი სფერული სეგმენტით, რომლებიც იზოლირებულია როგორც ერთმანეთის, ისე სფეროსაგან და კონცენტრულად არიან განლაგებული სფეროს მიმართ. სფერული სეგმენტების ცენტრები განლაგებულია სამი ორთოგონალური ღერძის გასწვრივ, ამასთან, კოორდინატთა ორთოგონალური სისტემის სათავე ემთხვევა სფეროს ცენტრს.
4. ანალოგურ-ციფრული გამომთვლელი მოწყობილობა, რომელიც შესრულებულია ინტეგრალურ სქემებზე, საშუალებას იძლევა თანმიმდევრულად განხორციელდეს სამკოორდინატიანი გადამწოდის სიგნალების დამუშავება, გადამწოდის სიგნალების წამიერი მნიშვნელობების კვადრატში აყვანით, შეჯამებით, გადამწოდის სიგნალების კვადრატების ჯამიდან მაქსიმალური წამიერი მნიშვნელობების გამოყოფით. გათვალისწინებულია ჩვენებების პირდაპირი ათვლა და მათი დამახსოვრება.
2.2.4 საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორები
ელექტროსტატიკური ველის დაძაბულობის და იონური დენის
სიმკვრივის დასაშვები დონეები ქვესადგურების და ულტრამაღალი
ძაბვის მუდმივი დენის საჰაერო ხაზების პერსონალისათვის
სანიტარიული ნორმები
სანნ 2.2.4. 007 – 02
თავი I. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებებ