2. ესვ დაძაბულობა იზომება მშრალ ამინდში (ნალექების გარეშე) მიწის დონეზე არანაკლებ სამჯერ და განმსაზღვრელად ითვლება გაზომილი მნიშვნელობებიდან უდიდესი მნიშვნელობა. გაზომვები უნდა წარმოებდეს ხელსაწყოებით, რომელთა ცდომილება არა უმეტეს +10%-ია (დაძაბულობის გამზომი ცCG BYVG – 11L სახელმწიფო რეესტრი №974684 პრ.200 პ. 22 14.11.84).
3. სამუშაო ადგილზე იონური დენის სიმკვრივე განისაზღვრება დენის გაზომვის გზით 1მ2 ფართობის დამცველი რგოლით აღჭურვილი ლითონური ფირფიტის გავლით. დასაშვებია 0,25მ2 ფართობის ფირფიტის გამოყენება შემდგომი გადათვლით. ჩამოდინების დენის გაზომვა წარმოებს მუდმივი დენის ნანოამპერმეტრის საშუალებით, მგრძნობელობით არანაკლებ 10-10 ამპერი, რომელიც ჩართულია ჩამიწებული ფირფიტის გამომყვანის და მიწას შორის დაეკრანებული კაბელის გავლით. გარდამქმნელი ქვესადგურის ღია ნაწილში და საჰაერი ხაზების ახლოს სამუშაო ადგილზე იონური დენის სიმკვრივე იზომება მშრალ ამინდში (ნალექების გარეშე) ქარის სიჩქარისას 2მ/წმ-ზე ნაკლები და შეფარდებითი ტენიანობისას – არანაკლებ 60%.
4. პერსონალის ყოფნის დასაშვები დრო ქვესადგურის ღია ნაწილში და საჰაერო ხაზების ახლოს, ნალექების და ჭირხლისას (მოყინვისას) განისაზღვრება ფორმულის (თავი II, მუხლი 2, პუნქტი 5) მიხედვით, ან გრაფიკიდან იონური დენის სიმკვრივის მნიშვნელობის 10-ჯერადი გადიდებით.
5. ესვ დაძაბულობის და იონური დენის სიმკვრივის დასაშვები დონეების დაცვისადმი კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) მუდმივი დენის ელექტროგადაცემის ახალი ხაზების ექსპლუატაციაში გაშვებისას;
ბ) დანადგარების კონსტრუქციების, სამუშაო რეჟიმების, დაცვის საშუალებების, სამუშაო ადგილების ყოველი ცვლილებისას;
გ) მიმდინარე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობის წესით – ორ წელიწადში ერთხელ.
6. დაპროექტების სტადიაში დასაშვებია ესვ დაძაბულობის და იონური დენის სიმკვრივის განსაზღვრა ელექტროგადამცემის ხაზების და ელექტრული გამანაწილებელი დანადგარების ახლოს გამოთვლითი მეთოდით