შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №06/2-რ
2022 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
1. შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405510665) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012055.
2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“.
3. შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფორის დ. ონოფრიშვილი