1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;
ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
ვ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
2. საკრებულოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე.
3. საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას.
4. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილეები და მუდმივმოქმედი კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იღებენ გასამრჯელოს. მათი თანამდებობრივი შეუთავსებლობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით