1. საკრებულოს წევრს ხარჯები აუნაზღაურდება  საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის სხდომებში, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისათვის. ასევე, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისათვის და ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღებისათვის.

2. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული მოვალეობების შესრულების ამსახველი საოქმო ჩანაწერები.

3. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.

4. ხარჯების  ყოველთვიური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის არაუმეტეს 15%-ისა, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.

5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ და მესამე პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, განისაზღვრება საკრებულოს  თავმჯდომარის  ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

6. საკრებულოს წევრის მიერ  საკრებულოს  სხდომის 3-ჯერ ზედიზედ გაცდენისათვის, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან არ აუნაზღაურდება 20 (ოცი) ლარი, ხოლო საკრებულოს კომისიის სხდომის 3-ჯერ ზედიზედ გაცდენისათვის, 10 (ათი) ლარი.

7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს თანამდებობის პირებზე.
თავი III
საკრებულოს თანამდებობის პირე