1. საკრებულოს მორიგი სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც საკრებულოს თავმჯდომარის მოწვევით.

2. საკრებულოს მორიგი სხდომა იხურება (სრულდება), როდესაც საკრებულოს მიერ მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (მათ შორის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის (საკითხების) განხილვის გადადების    შესახებ).   საკრებულოს   სხდომებზე   დაწყებული   საკითხის/საკითხების   განხილვა   შეიძლება გაგრძელდეს ამავე, მორიგი სხდომით გათვალისწინებულ საკრებულოს შემდგომ  სხდომებზე.

3. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს,  საკრებულოს  კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს.

4. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებები მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილ