1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის     წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს,იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე,აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 36 (ოცდათექვსმეტი) წევრისაგან, რომელთაგან 12 წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე, ხოლო 24 პროპორციული წესით