დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა
დანართი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი

ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისთვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.თავი I
ზოგადი დებულებები